დღევანდელ დღეს მომხმარებლების 50% თქვენს საიტს მობილურებიდან და პლანშეტებიდან სტუმრობენ, ჩვენი საიტი მორგებული და გამართული იქნება ყველა მობილურ მოწყობილობაზე, პლნშეტზე და კომპიტერის ბრაუზერზე.
ვებ გვერდი გამართული იქნება Online გადახდებზე, ნებისმიერი ჯავშნის თანხა რაც განხორციელდება ვებ გვერდზე მყისიერად აისახება თქვენს ანგარიშზე.
თქვენი ვებ გვერდი მაქსიმალურად მორგებული იქნება საძიებო სისტემებზე რომ მომხმარებლებმა Google-ში ძიებისას პირველივე გვერდზე შეძლონ მისი პოვნა. თქვენ თავად გექნებათ საშუალება განსაზღვროთ საძიებო სიტყვები რის მიხედვითაც გსურთ რომ მომხმარებლებმა შეძლონ თქვენი სასტუმროს პოვნა.
თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ ვებ გვერდი რომელიც იქნება სხვადასხვა ენებზე, არ ხართ შეზღუდული 2 ან 3 ენაზე და შეგიძლიათ მიაწოდოთ თქვენს სტუმრებს მაქსიმალურად მათთვის სასურველ ენაზე ინფორმაცია.
გარდა საერთო გალერეისა თქვენ შეგიძლიათ ცალკეულ ნომრებზე დაამატოთ შესაბამისი ფოტო გალერეა რომ თქვენმა სტუმრებმა მაქსიმალურად შეძლონ აღქვან იმ ოთახის ინტერიერი რომელშიც დარჩენას აპირებენ.
თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ ცალკეული სერვისების ჩამონათვალი როგორც სრული სასტუმროსათვის აგრეთვე ცალკეული ნომრისათვის. გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ ვებ გვერდზევე შესთავაზოთ თქვენს მომხმარებლებს დამატებითი სერვისები რასაც სთავაზობთ, აეროპორტში დახვედრა, სპა, აუზი და ა.შ.
სტუმარს ექნება საშუალება იქონიოს თავისი საკუთარი კაბინეტი, სადაც იხილავს საკუთარ ჯავშნებს და მოახდენს მათ რედაქტირებას აგრეთვე ვებ გვერდის საშუალებით დაჯავშნის დამატებით სერვისებს. კაბინეტი აგრეთვე ავტომატურად გაუგზავნის მომხმარებლებს.
ვებ გვერდის მეშვეობით თქვენ შეგექმნებათ იმ მომხმარებლების ბაზა რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი სასტუმროთი, ვებ გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ მათ პირადად გაუგზავნოთ ინფორმაცია პრომო აქციების და ფასდაკლებების შესახებ.
ვებ გვერდზე შეგიძლიათ გამართოთ პრომო აქციები და ფასდაკლებები, აგრეთვე დააგენერიროთ პრომო კოდები და შესთავაზოთ ისინი სასურველ აუდიტორიას.
ვებ გვერდი იქნება ინტეგრირებული სოციალურ ქსელებთან თქვენ ავტომატურად შეგიძლიათ გადაამისამართოთ თქვენი მომხმარებლები საიტიდან თქვენს Facebook გვერდზე ან პირიქით.
შპს “ონლაინ სისტემსი”
ტელ: +995 599 208 237
ელ-ფოსტა: info@hotelweb.ge
მისამართი: ინოვაციების ქ. #7, თბილისი, საქართველო